ფილმის სინოფსისი


ისტორია 21-ე საუკუნის 10-იანი წლების საქართველოში - პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში ვითარდება. სამი გმირის ხაზი მოვლენათა მსვლელობისას ერთმანეთთან იკვეთება და მძიმე სოციალურ ფონზე მიმდინარეობს.
ნინო, 35 წლის მარტოხელა ქალი შავი ზღის სანაპიროზე სეზონურ სამუშაოზეა ჩასული დღისით სატრანზიტო მაგისტალზე მდებარე სასადილოში ოფიაციანტად მუშაობს და შორეული დისტანციის მძღოლებს ემსახურება, საღამოობით კი იგივე სამუშაოს ტურისტებით გატენილ ზღვისპირა ბუნგალოში ასრულებს. ნინო ბინას ბუნგალოს რამდენიმე ოფიციანტთან ერთად ქირაობს,სადაც გვიანი
ღამე ძირითადად ჩხუბით მთავრდება საშხაპეში რიგის, ოთახში სიგარეტის ბუღისა და ვერგაყოფილი კავალრის გამო. ნინო ერიდება კოლეგებთან კონფლიქტს და შხაპს პლაჟის კაბინაში იღებს, მზის ამოსვლას ხშირად ქანცგაწყვეტილი ცარიელ პლაჟზე ხვდება. ნინო გამომუშავებულ თანხას პატარა ქალაქში მცხოვრებ მშობლებს უგზავნის პატარა ძმის სწავლის ფულის გადასახდელად. თავისუფალ დროს ნიკოს ხვდება. მათი ურთიერთობა თითქმის უსიტყვოა. შეკვეთის მოლოდინში ნინო მაგისტრალისაკენ ხშირად აპარებს თვალს და ნიკოს საპატრულო მანქანას ეძებს, რომელიც იმ დისტანციაზე წესრიგს ამყარებს.
ნიკო 36 წლისა, პოლიციის თანამშრომელია, ნიკო აფხაზეთიდანაა დევნილი, სამუშაოს მერე ღამეს პატრულის ყაზარმაში ათევს. დანაზოგს ისიც თბილისში სასტუმროში შეხიზნულ მშობლებს უგზავნის. ნიკო პრინციპული . პროფესიული მოვალეობების შესრულებას ზედმიწევნით ცდილობს . ყავს მეწყვილე გიორგი. ისინი ერთად ცდილობენ გაუმკლავდნენ წესრიგის დამრღვევ ხილის გამყიდველებს, დააბინავონ ქუჩის მაწანწალა ბავშვები და გაუმკლავდნენ უწესო ტურისტებს.
15 წლის სოფო მაწანწალა ბავშვების გუნდთან ერთად მოძრაობს, დღისით შუქნიშანზე გაჩერებული მანქანის შუშების წმენდით მოგროვებულ ფულს ღამე ბუნგალოში ხარჯავს., ხანდახან ქურდობს, ხანდახან მეგობრებთან ერთად ზღვის სანაპიროზე წებოს ისუნთქავს. ერთ-ერთი მზის ამოსვლისას სოფო პლაჟზე მიგდებულ ნინოს სიგარეტს სთხოვს, მათი შეხვედრები ბუნგალოშიც გაგრძელდება, სადაც ნინო თავდავიწყებით მოცეკვავე სოფოს შეამჩნევს. სოფო ნინოს თავის ოცნებას გაუმხელს და გაცრეცილ ფოტოს უჩვენებს . ფოტოზე პამუკალეა (მარილიანი თეთრი კრისტალების სანაპირო თურქეთში). ნინო საბუთების გარეშე მცხოვრებ გოგონას ლეგალიზაციაში ეხმარება.
ნიკოს საპატულო მანქანა ბავშვების გუნდს იჭერს, სოფო თავს გაქცევით შველის. სოფო ნინოს სასადილოსთან შეჩერებულ გასტოლებზე მიმავალი მოცეკვავეთა ანსამბლის ავტობუსის საბარგულში შეიპარება და “უცნობ”გზას დაადგება, თავისი ოცნებების ასრულების იმედებით.
ნიკო აღმოსავლეთ საქართველოში გადაჰყავთ . ნინოს ყოველგვარი კომენტარის გარეშე ემშვიდობება. მარტო დარჩენილი ნინო ძველებურად განაგრძობს მუშაობას, ხშირად უყურებს კედელზე გაკრულ სოფოს საჩუქარს – პამუკალეს გაცრეცილ ფოტოს და საერთო ოთახში მცხოვრები ოფიციანტების ყაყანისაგან იმიჯნება..
ერთ დღეს ნინო კედლიდან ხსნის ფოტოს, ალაგებს ბარგს, იღებს ბილეთს და ავტობუსს პამუკალეს მიმართულებით მიჰყვება.



ტაგლაინი

თეთრი ოცნებები, მარილიანი რეალობა..


ლოგლაინი

21-ე საუკუნის დასაწყისის საქართველო. ნიკოს და ნინოს ჩაკეტილ მექანიკურ სამყაროში შეჭრილ მაწანწალა სოფოს ახალი მუხტი შეაქვს და ერთი ადამიანის - ნინოს გაღვიძებას მაინც ახერხებს.